Published on: 17 November 2015
Volkswagen -მა Beetle კროსოვერად აქცია
VW -მა ეკოსკანდალის მიუხედავად საბედნიეროდ არ დაივიწყა შარშანდელი კონცეპტის Beetle Dune -ს შესახებ და ის სერიულ ვერსიამდე მიიყვანა, რომლის ბაზარზე გამოსვლაც 2016 წლის დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი.
ამასთან კიდევ ერთი საინტერესო სიახლე – ორკარა ვარიანტი ხელმისაწვდომი იქნება გახსნილი სახურავითაც. LED ოპტიკა, უფრო მკაცრი ვიზუალი, გაზრდილი კლირენსი, 18 დიუმიანი დისკები და უფრო განიერი ბორბლები – როგორც ჩანს, ახალი Beetle უფრო მხიარული არასდროს ყოფილა.
ავტომობილი აღჭურვილია მულტიმედიური სისტემით, რომელსაც აქვს Apple -სა და Android მოწყობილობების მხარდაჭერა. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, აქ ისეთი განსაკუთრებული არაფერია. ავტომობილი აღიჭურვება 1,8 ლიტრი მოცულობის TSI ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 170 ცხ.ძ. -სა და პარალერულად იმუშავებს 6 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან.