სტატიები

Published on: 06 February 2015

volkswagen -მა ბაზარზე Caddy -ს ახალი თაობა გამოიყვანა

პოლონეთში მდებარე Volkswagen -ის ქარხანაში გაიმართა მეოთხე თაობის ახალი მინივენის Caddy -ს პრეზენტაცია. საუბარია მსუბუქ რესტაილინგზე. დიზაინერები შემოიფარგლნენ იმით, რომ შეცვალეს წინა და უკანა ოპტიკის ვიზუალი, ბამპერისა და უკანა სატვირთო კარების გაფორმება.

ფურგონის შიგნითა ნაწილში ცვლილებები გაცილებით მეტია. აღსანიშნავია შეცვლილი საჭე, ახალი ინსტრუმენტების პანელი. მეტალის აქცენტების საშუალებით სალონი გამოიყურება გაცილებით მდიდრულად. VW -ს ჯერ-ჯერობით განახლებების სრული სია არ წარმოუდგენია, მაგრამ უკვე ცნობილია რომ განახლებული Caddy 2015 მიიღებს იძულებითი დამუხრუჭების სისტემას.

დამატებითი აღჭურვილობებიდან ხელმისაწვდომია ადაპტირების უნარის მქონე კრუიზ კონტროლერი, პარკინგ კონტროლი, ნავიგატორი, ორი ვერსიის მულტიმედიური სისტემა და ასევე სისტემა, რომელიც აკონტროლებს მძღოლის დაღლილობას. ავტომობილი აღიჭურვება სამი ბენზინის ძრავებით, რომელთა მოცულობაც იქნება 1,0 დან 1,4 ლიტრამდე და ოთხი ტურბოდიზელის ძრავებით (75 -დან 150 ცხ.ძ.-მდე). ძრავები აკმაყოფილებენ ევრო-6 -ის სტანდარტებს და გამოირჩევიან შესანიშნავი ეკონომიურობით. ბოლოს კი დავამატებთ იმას, რომ ავტომობილი ევროპის ბაზარზე გამოვა ამ წლის ზაფხულში და გერმანიაში მისი ფასი იქნება 14 785 ევრო.

ნახეთ Caddy -ს ფოტორები და გაუზიარეთ მეგობრებს.

e1f0b4664e392bee619c5a2043

c493e4357e71b5775f60c895fd

bc8c025b600d32e579271f4986

074077dab3b03c4f2e785374d8 7125e788876edfe1feebd0c582

1202ecf5ab22579a840e404ae6

989bccd1f7c69ece0092ee2a29
7d4f44ab4e376b52df7000050f

772126d9f25a62a3bc2333a623

1db885c321160b98925f72932f

 

 

თეგები: ,


Back to Top ↑