სტატიები

Published on: 24 March 2015

Volkswagen -მა ახალ Transporter -ს ფარდა ახადა

Volkswagen -მა 15 აპრილისთვის ახალი Transporter -ის პრემიერა დააანონსა, ამასთან გაავრცელა მეექვსე თაობის მოდელის  ტიზერი.

T6 მნიშვნელოვნად არ შეიცვლება ახლანდელი ვარიანტისგან, რადგან პლატფორმა იგივე რჩება. ახალ მოდელში განახლდება სალონი და გამოჩნდება თანამედროვე მულტიმედიური სისტემა.

რაც  შეეხება ძრავების გამას, ეს საკითხი გამოცანად რჩება. შესაძლოა  T6 -ს დაუყენდეს კონცეპტ Tristar -ის  დიზელის ძრავა – 2 ლიტრი მოცულობის მქონდე TDI, რომელიც ანვითარებს 200 ცხენის ძალასა და 450 ნმ ბრუნვის მომენტს.

საინტერესოა, რომ დილერებთან ავტომობილის პირველი ნაკადი უკვე წლის მეორე ნახევარში მივა.

თეგები: , , ,


Back to Top ↑