სტატიები

Published on: 16 October 2015

Volkswagen -მა 8,5 მლნ ავტომობილი უკან მოიხმო

VW -ის “დიზელის” ისტორია გრძელდება – კომპანიამ ევროპაში არსებული 8,5 მლნ ავტომობილის უკან მოხმობის შესახებ განაცხადა. სერვისული კამპანია შეეხება EA 189 სერიის დიზელის ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებს – ზუსტად იმ მოდელებს, რომლებიც ბევრად მეტ დამაბინძურებელ ნივთიერებებს გამოყოფენ, ვიდრე ეს მითითებულია საბუთებში.

სპეციალური საიტის  საშუალებით შესაძლებელი იქნება იმის გაგება, თუ რომელი ავტოობილები მოხვდნენ მოხმობაში, როგორც Volkswagen -ის , ასევე Audi -ს, Seat -ისა და Skoda -ს. ამასთან ერთად კომპანიაში პირობას დებენ, რომ დეფექტური ავტომობილების პატრონები პირადად წინასწარ იქნებიან გაფრთხილებულები. სერვისული სამშაოები დაიწყება 2016 წლის იანვარში და რათქმაუნდა იქნება უფასო.

ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ თუ რა გზით მოხდება “გაუმართაობი” -ს აღმოფხვრა ჯერ-ჯერობით უცნობია. მოხმობა შეეხება ევროპის 28 ქვეყანას, ამასთან Volkswagen -ში თითოეული ქვეყნიდან ელოდებიან ინფორმაცაის თუ რა კონკრეტული ეკოლოგიური ნორმები დაირღვა.

ყველაფერთან ერთად აშშ -ში, სადაც “დიზელის სკანდალი” სათავეს იღებს, ჯერ არავითარი უკან მოხმობის შესახებ განცხადება არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ Volkswagen -ს 18 მლრდ დოლარის ოდენობის ჯარიმა ელოდება.

თეგები: , , , , , , , , , , , ,


Back to Top ↑