Published on: 21 March 2019
Volkswagen-ის დილერმა ავტომობილები 1$-ად გაყიდა
უჩვეულო აქცია ჩაატარა ამერიკის ქალაქ Toms River-ში არსებული ავტოსალონის ხელმძღვანელობამ. ღონისძიებაში მინაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ამისათვის ისინი სასურველი ავტომობილის წინა სავარძელზე უნდა დამჯდარიყვნენ. აქციაში მხოლოდ მეორადი ავტომობილები იღებდნენ მონაწილეობას, წინასწარ ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ მხოლოდ სამი მათგანი ჩამოფასდება 1$-მდე.
დილის 10 საათიდან ავტოსალონის მენეჯერმა რამოდენიმეჯერ შემოიარა პარკინგი, რომლის დროსაც ფასდაკლების აღნიშვნებს აკეთებდა. თუ კლიენტს ფასი არ აკმაყოფილებდა, მაშინ ის ტოვებდა ავტომობილს და მის ადგილს რიგიდან სხვა ადამიანი იკავებდა. დილის 8 საათისთვის ავტოსალონის შენობასთან 300-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი.
საერთო ჯამში სადილერო ცენტრმა 2009 წლის Mitsubishi Lancer-ი, 2012 წლის Volkswagen Jetta და 2018 წლის Mitsubishi Mirage 1$-ად გაყიდა.