სტატიები
Published on: 27 December 2015
Volkswagen -ის ახალი ელექტრონული ავტომობილი
კომპანია Volkswagen -მა თავისი ახალი ელექტრონული ავტომობილის პირველი ვიდეო ტიზერი გამოაქვეყნა. ავტომობილი მიიღებს სახელწოდება Bulli -ს და წარმოდგენილი იქნება სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES -ზე, რომელიც იანვრის დასაწყისში ლას-ვეგასში გაიმართება. კონცეპტი მიიღებს სერიულ ვერსიას, რომლის შექმნის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება შემდეგი წლის მარტის თვეში ჟენევის ავტოსალონში.
სავარაუდოდ ეს იქნება Volkswagen -ის პირველი სრულიად ელექტრონული მინივენის წინამორბედი. მოდელის სერიული ვერსიის წარმოება დაიწყება 2017 წელს მექსიკაში არსებულ VW -ის ქარხანაში.