სტატიები

Published on: 28 November 2019

Volkswagen-ი ჩინეთს ძალიან ბევრ ფულს “აჩუქებს”

2020 წლისთვის Volkswagen-ი თავის პარტნიორებთან ერთად ჩინეთის საწარმოო სექტორში ოთხი მილიარდი ევროს ინვესტიციას გააკეთებს. თანხის 40% ელექტრონული ავტომობილების განვითარებას მოხმარდება, რაც მოიცავს წარმოებას, ინფრასტრუქტურას, კვლევებსა და შემუშავებას.

საინტერესოა, რომ 2025 წლისთვის Volksagen-ი  ჩინურ ბაზარზე 30 ელექტრონული და ჰიბრუდული მოდელების გამოშვებას გეგმავს, რომელთა წლიური გაყიდვებიც 1,5 მლნ-ს მიაღწევს.

შედარებისთვის, 2019 წლის პირველ ათ თვეში Volkswagen-ის ჩინურმა ქვედანაყოფმა, კლიენტებს 3,34 მლნ ავტომობილი მიაწოდა. შემდეგ წელს წარმოება ორ ახალ ქარხანაში FAW-Volkswagen-სა და SAIC Volkswagen-ში გაეშვება, რომლებიც წელიწადში 600 000 ავტომობილს გამოუშვებენ.

 

თეგები:


Back to Top ↑