Published on: 13 November 2017
Volkswagen -ი ახალ კომპაქტურ კროსოვერს გამოუშვებს
2020 წლიდან Volkswagen -ი გეგმავს კომპაქტური კროსოვერის სრულიად ახალი მოდელი გამოუშვას, ამის შესახებ იტყობინება გამომცემლობა Motor1 . როგორც წყაროშია ნათქვამი ავტომობილი განკუთვნილი იქნება სამხრეთამერიკული ბაზრისთვის, სადაც კომპანია თავისი ბიზნესის გადაკეთებასა და $653 მლნ -ის ინვესტირებას გეგმავს.
ნავარაუდებია, რომ ახალი მოდელი აწყობილი იქნება კონცერნის გლობალურ პლატფორმა MQB –ზე. არაოფიციალური ინფორმაციით ის მიიღებს სახელწოდება Tharu -ს. სავარაუდოდ კროსოვერი აღიჭურვება TSI -ის 1,4 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 150 ცხ.ძ. -ს.
ასევე აღინიშნება, რომ კროსოვერი იმ 20 მოდელიდან ერთ-ერთი იქნება, რომელთა გამოყვანასაც Volkswagen -ის სამხრეთ ამერიკულ ბაზარზე ამ ათწლეულის ბოლომდე გეგმავს.