Published on: 09 December 2014
Volkswagen -ი დეტროიტის ავტოსალონზე ახალ კროსოვერს წარმოგვიდგენს
დეტროიტის ავტოსალონის გახნსა ახლოვდება და ამასთან დაკაშირებით პირველმა თავისი მზადყოფნა გამოთქვა Volkswagen -მა. გერმანელები ავტოსალონზე მიიყვანენ ახალ ხუთადგილიან კროსოვერის კონცეპტს, რომელიც გახდება ახალი სერიული კროსოვერის პროტოტიპი. მოდელის წარმოება გაეშვება ტენესის შტატის ქალაქ ჩატტანუგაში მდებარე ქარხანაში. მოდელის გამოჩენის კონკრეტული თარიღი არ არის დასახელებული, მოსალოდნელია რომ ეს მოხდება 2016 ან 2017 წლებში. სურათებზე წარმოდგენილია სხვა კონცეპტი – Volkswagen CrossBlue Coupe Concept, რომელიც ნაჩვენები იქნა 2013 წელს.
ჩრდილოამერიკული საერთაშორისო ავტოსალონი იხსნება 12 იანვარს. უახლოეს კვირეებში ჩვენთვის გახდება ცნობილი ყველა ის ახალი მოდელი, რომლებსაც ავტომწარმოებლები დეტროიტის ავტოსალონისთვის ამზადებენ.