სტატიები

Published on: 19 February 2017

Volkswagen -ი 2021 წლისთვის ჩინეთში 1 მლნ Audi -ს ავტომობილს გამოუშვებს

2021 წლისთვის გერმანული მწარმოებელი Volkswagen -ი  ჩინეთში Audi -ს მარკის 1 მლნ ეგზემპლარს გამოუშვებს.

Volkswagen -ის გეგმებით 2021 წლისთვის ჩინეთის ბაზარზე კიდევ სულ მცირე Audi -ს ხუთი ელექტრონული მოდელი გამოჩნდება, მათ შორის  A6L e-tron -ი, A3 Sportback e-tron -ი და ასევე Q7 e-tron -ი იქნებიან. ასევე იგეგმება კროსოვეის გამოშვებაც, რომელიც სრულიად ელექტრონული იქნება. ნავარაუდებია, რომ ერთ დამუხტვაზე Audi -ს SUV სეგმენტის წარმომადგენელი 500 კმ -ზე მეტს დაფარავს, რაც მას მსგავს მოდელებში რეკორდულს გახდის.

Audi -ს ავტომობილები ჩინეთში FAW-Volkswagen -ის ერთობლივ ქარხანაში იწყობა. Volkswagen -ი იმედოვნებს, რომ 2021 წლისთვის კონვეირებიდან “აუდის” 1 მლნ ერთეული ჩამოვა.

თეგები: , , ,


Back to Top ↑