Published on: 23 October 2014
ახალი ელექტროკონცეპტი Visio.M
მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) შეიმუშავეს ელექტრომობილის visio.M -ის კონცეპტი, რომლის დებიუტიც eCarTec 2014 -ის გამოფენაზე შედგება. ახალი მოდელი, რომელიც გარეგნულად BMW i3 -ს ჰგავს, ილუსტრირებას უკეთებს ორ პრინციპს: პირველი ის, რომ “მწვანე” ავტომობილი შეიძლება იყოს ელეგანტური და ნათელი. მეორე ის, რომ ეფექტური ელექტრო აღჭურვილობა მოითხოვს ავტომობილისგან უკიდურესად მცირე წონას.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ პატარა ორ ადგილიანი კუპე საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურება. უმეტესი “სამეცნიერო” კონცეპტებისგან განსხვავებით, რომლებზეც ინჟინრები მუშაობდნენ და არა დიზაინერები, Visio.M -ის გარეგნობა გათვლილია მცირე დეტალამდე. თუმცა ინტერიერი სპორტული საჭით, ციფრული ინსტრუმენტების პანელითა და დიდი მულტიმედიური ეკრანით მაინც უბრალოდ გამოიყურება.
ტექნიკური თვალსაზრისით ავტომობილი აწყობილია ძალიან ჭკვიანურად. პატარა 20 ცხენის ძალიანი ძრავისა და 13,5 კილოვატიანი ბატარეის დახმარებით ავტომობილი ანვითარებს მაქსიმალურ სიჩქარეს 120კმ/სთ და ჰყოფნის 160 კმ-ზე. ამასთან ერთად ავტომობილის დამუხტვა ჩვეულებრივი სახლის ელექტროგაყვანილობითაც შეიძლება და სჭირდება სულ რაღაც 3 სთ. ბატარეის გარეშე ავტომობილი იწონის 450 კგ-ს.