Published on: 11 February 2017
Viper -ის წარმოება წყდება
ჩიკაგოს ავტოსალონის გახსნაზე გამოაცხადეს, რომ Viper -ის მოდელების გამოშვება ამ წლის 31 აგვისტოს შეწყდება.
ზოგიერთმა ექსპერტმა შტატებში ამ თარიღს ამერიკული ავტოინდუსტრიის ეთ-ერთი ყველაზე სამწუხარო უწოდეს. თუმცა ამის მიუხედავად უნდა ვიყოთ რეალისტები – იმის მიუხედავად, რომ ეს უმშვენიერესი Viper -ი აღჭურვილია V10 ატმოსფერული ძრავით, რომელიც გამოიმუშავეს 649 ცხ.ძ. -ს, მას Fiat Chrysler -ისთვის მოგება არ მოჰქონდა. ამასთან უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს, რომლებიც აშშ -ში 2018 წელს შემოდის ძალაში, Viper -ი არ აკმაყოფილებს.
პ.ს. Viper -ის ფანებს მაინც სჯერათ, რომ მომავალში ამ სუპერქარის ახალი თაობის წარმოება დაიწყება. მაგრამ თუ ეს მაინც მოხდება, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ ის აწყობილი იქნება იტალიური Alfa Romeo -ს პლატფორმაზე, ასევე ძრავაც იტალიური იქნება. ეს ყველაფერი კი ყველა “ამერიკელის” მოყვარულს არ მოეწონება.