სტატიები

Published on: 06 January 2019

უპილოტო ავტომობილების ახალი პრობლემა: ხალხს ისინი არ უყვარს

ამერიკულ ქალაქ ჩანდლერში უპილოტო ავტომობილზე თავდასხმის 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი იტყობინება.
ამერიკული კომპანია Waymo სატრანსპორტო საშუალების უპილოტო მართვის ტექნოლოგიის შემუშავებით არის დაკავებული, ასევე აწარმოებს სპეციალურ უპილოტო ავტომობილებს, რომლებიც სატესტო რეჟიმში ქალაქ ჩანდლერში(არიზონას შტატი) 2017 წლიდან ფუნქციონირებენ.
გამომცემლობა აღნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ქალაქის მაცხოვრებლები ავტომობილებს ესროდნენ ქვებს, თავიანთი ავტომობილებით გადაჰყავდათ სავალი ნაწილიდან და უხეთქავდნენ საბურავებს.

თეგები:


Back to Top ↑