სტატიები
Published on: 08 October 2018
უცნაური ავტომობილი პარიზიდან, რომელმაც რეკორდი დაამყარა
ყველაზე საინტერესო სტენდი პარიზის ავტოსალონში ალბათ Coqueline Courreges-ის იყო. რომელსაც გამოყვანილი ჰყავდა უცნაური დიზაინის ელექტრონული ავტომობილი, რომელიც გამოიყენებოდა მზით დამუხტვის ტექნოლოგიის გასატესტად.
ექსპერიმენტის შედეგად ატომობილის ბატარეები 5 წუთში დაიმუხტა, რაც 200 კმ-ის დასაფარად საკმარისი აღმოჩნდა. მწარმოებელი ამ მიღწევას რეკორდს უწოდებს, თუმცა უცნობია დაფიქსირდა თუ არა ის ოფიციალურდ. ამასთან კომპანიაში თვლიან, რომ დამუხტვის ასეთი ტექნოლოგია ელექტრონულ ავტომობილებს საშუალებას აძლევს გაუწიონ კონკურენცია ტრადიციულ სატრანსპორტო საშუალებებს.