სტატიები

Published on: 23 September 2017

Uber -ს ლონდონში მგზავრების გადაყვანის ლიცენზია ჩამოართვეს

Transport for London -ის სატრანსპორტო სისტემის ოპერატომა Uber -ს მგზავრების გადაყვანისა და ტაქსის სერვისიც ლიცენზიის გაგრძელებაზე უარი განუცხადა. თავის გადაწყვეტილებაზე ოპერატორმა Twitter -ში განაცხადა. მოქმედი ლიცენზია Uber -ს 30 სექტემბერს უმთავრდება, მაგრამ კომპანიას შეუძლია 21 დღის განმავლობაში აპელაცია შეიტანოს. Uber -ში უკვე განაცხადეს, რომ ამას დაუყონებლივ გააკეთებენ.

ოპერატორმა თავი იმით გაიმართლა, რომ კომპანია მოთხოვნებს არ პასუხობს. “Uber -ის მოქმედებები და მიდგომა გარკვეულ საკითხებში კორპორატიული პასუხისმგებლობის არქონაზე მიუთითებს, რასაც სამოქალაქო უსაფრთხოებაზე  პოტენციური შედეგები მოჰყვება” – ნათქვამია Transport for London -ის განცხადებაში.

Uber -ი ტრევის კალანიკისა და გარეტ კემპის მიერ 2009 წელს შეიქმნა. ახლა სერვისი 80 ქვეყნის 500-ზე მეტ ქალაქში მოქმედებს. ლონდონში  Uber -ის აპლიკაციით 3,5მლნ ადამიანი სარგებლობს.

 

თეგები:


Back to Top ↑