სტატიები

Published on: 22 October 2015

თვის ყველაზე თამამი კონცეპტი: Renault Corbuiser Coupe

თუკი “ციტროენს” აქვს მოდელი პიკასოს საპატივცემულოდ, მაშინ რატომ არ შეუძლია Renault -ს სხვა გენიალური ფრანგი შემოქმედის საპატივცემულოდ ავტომობილი ააწყოს? შვეიცარიული წარმოშობის ცნობილი ფრანგი არქიტექტორი ლე კორბიუზე აღიარებულია XX საუკინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტორად. ბევრი თამამი გადაწყვეტილებები არქიტექტურაში, რომლებსაც ის იყენებდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, ახლა შედიან თანამედროვე არქიტექტურის ტრენდებში. შესაძლოა Renault -ი ცდილობს მიგვანიშნოს, რომ ამ ფუტურისტული კუპის სტილს შეუძლია ახალი მიმართულების ჩვენება თვითონ ფრანგული მარკისთვის, და სხვა კომპანიებისთვისაც?

a8e3a4a60db1c7c8f3452b23c7a2b373_orig

მოდერნიზმი, რომელსაც არქიტექტორი აღიარებდა, დამყარებული იყო უბრალო ხაზებსა და თავისუფალ ფორმებზე. ალბათ Renault Corbusier Coupe -ც მსგავს იდეოლოგიას მიყვება. ძნელია იმის თქმა თუ რომელ რეალურად წარმოებად ავტომობილზე მიგვანიშნებს ამ კონცეპტის სტილი. ავტომობილის საჩვენებელი ადგილი არჩეული იქნა სპეციალურად. პრეზენტაცია გაიმართა ვილაზე, რომელიც 1931 წელს ლე კორბიუზეს პროექტით იქნა აშენებული.

8a74dca4392b728726f8777ba7be6c29_orig

e11c5f0d94a51d4dc9d2bc3f2dfe309e_orig

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑