ვიდეო

Published on: 19 December 2014

Toyota Mirai -ს ბაზარზე გამოსვლა ახლოვდება


მსოფლიოში პირველი სერიული ავტომობილის გაყიდვები, რომელიც წყალბადზე იმუშავებს, რამოდენომე კვირაში დაიწყება. ეს ავტომობილი არის Toyota Mirai. იაპონელებმა პოტენციური კლიენტების ინტერესის გაღრმავების მიზნით გადაიღეს ვიდეოები, რომელებშიც ახსნილია ავტომობილის მუშაობის პრინციპი, ტექნიკური მახასიათებლები, ინტერფეისი და ა.შ.

პირველ ვიდეოში დემონსტრირებულია თუ როგორ რეაგირებს წყალბადი Mirai -ს ძრავისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებისას გარშემო მყოფ ჟანგბადთან. ავტომობილი 96 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 9 წამში. ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე არის 155 ცხენის ძალა. Mirai -თ სარგებლობა შესაძლებელი იქნება 20 გრადუს ყინვაშიც კი.


 

თეგები: ,


Back to Top ↑