Published on: 29 October 2015
Toyota -მ ფუტურისტული ჰოთ-როდი ააწყო
ტოკიოს ავტოშოუს ყველაზე უჩვეულო ახალი მოდელის წოდების პრეტედენტს Toyota -სგან ეწოდება KIKAI. სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით რას ნიშნავს მისი სახელი. შესაძლოა, მიქსს ფუტურისტული ჰოთ-როდის, ბაგის ან სპორტული ყველგანმავლის? …
ყოველ შემთხვევაში ავტომობილის მოკლე აღწერისთვის ეს სიტყვა გამოგვადგება. უკან განთავსებული ძრავა თავისი აღჭურვილობებით, სავალი ნაწილები და სხავ დეტალები – ყველაფერი ღიადაა. ანუ ვგულისხმობთ საერთოდ არ არის დაფარული. მოდელის სალონი განკუთვნილია სამი ადამიანისთვის – მძღოლისა და ორი მგზავრისთვის. ის აღიჭურვა წითელი ტყავის სავარძლებით McLaren F1 -ის სტილში.
ტეხნიკურ მახასიათებლები განსაკუთრებით არ ხმაურდება, ავღნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ KIKAI აღიჭურვება 1,5 ლიტრი მოცულბის ძრავით, რომელიც აღებულია Prius C -დან. განსაკუთრებულად არც ესაა საინტერესო, რადგან KIKAI -ის სტატუსი შოუ-ქარზე მეტზე არაგვგონია წავიდეს…