Published on: 29 May 2015
Toyota კვლავ ყველაზე ძვირადღირებულ საავტომობილო ბრენდად დასახელდა
უკვე რიგით მესამედ კომპანია Millward Brown -მა Toyota ყველაზე ძვირადღირებულ საავტომობილო ბრენდად დაასახელა, რასაც კომპანიის რეკორდული გაყიდვები უზრუნველყოფს.
მართალია, ბრენდის ღირებულება 2% -ით შემცირდა და გაუტოლდა 28,913 მილიარდ დოლარს, მაგრამ იგი მაინც უსწრებს ისეთ ავტო გიგანტებს, როგორებიც BMW და Mercedes-Benz -ი არიან, რომელთა ღირებულებაც შესაბამისად 26,349 და 21,876 მილიარდ დოლარს შეადგენს.
TOP 10 -ეულში ზემოთ ხსენებული ბრენდების შემდეგ მოდიან Honda და Ford -ი, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 13-13 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო ხუთეულს ხურავს Nissan -ი 11,5 მილიარდი დოლარით. შემდეგ მოდიან: Audi (დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი), VW ($9,283 მილიარდი), Land Rover ($5 მილიარდი), Lexus ($4,329 მილიარდი).
Toyota დაასახელეს ასევე ყველაზე გავლენიან საავტომობილო ბრენდადაც, რაც დამყარებულია უნიკალური პროდუქტების შეფასებასა და კლიენტების ლოიალურობაზე. ამ სიაში შესაბამისად ლიდერს მოჰყვებიან: “მერსედესი”, Volkswagen -ი, BMW და Audi.