Published on: 30 October 2015
Toyota Auris Cross -ი – Nissan Juke -ს მომავალი კონკურენტი
გახსოვთ კონცეპტი Toyota C-HR? ეს კროსოვერი საკმაოდ თამამი დიზაინით წარმოდგენილი იქნა ორჯერ: თავდაპირველად 2014 წელს პარიზის ავტოსალონში, ხოლო შემდეგ ცოტათი შეცვლილი, 2015 წლის სექტემბრის თვეში, ფრანკფურტის ავტოშოუზე. მას შემდეგ ავტომობილი არ შეცვლილა. იაპონელებმა გადაწყვიტეს Toyota C-HR კიდევ ერთხელ აჩვენონ და ამჯერად ტოკიოს ავტოსალონზე.
მართალია კონცეპტ Toyota C-HR -ში სიახლის ძიება არაფრამდე მიგვიყვანს – “ფრანკფურტში” ნაჩვენებ კონცპეტთან შედარებით არაფრით შეცვლილა. სამაგიეროდ იაპონელებმა გაამჟღავნეს საიდუმლო, იმის შესახებ, რომ ეს ავტომობილი სერიულ წარმოებაში წავა. ამასთან იაპონელები პირობას იძლევიან, რომ ძალიან არ შეეხებიან ავტომობილის ავაგანდურ დიზაინს.
სერიულ ავტომობილს ჩვენ მალე გვიჩვენებენ – მომავალი წლის მარტის თვეში, ჟენევის ავტოსალონზე. მას დაარქმევენ Auris Cross -ს. სამწუხაროდ ტექნიკურ მხარეზე ბევრი არაფერია ცნობილი. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ სერიული ავტომობილი აწყობილი იქნება TNGA -პლატფორმაზე. ასევე მიიღებს ჰიბრიდულ ძალურ აგრეგატს, რომლის შემადგენლობაშიც შევა ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავა, ელექტროძრავა და ვარიატორი.