სტატიები
Published on: 28 October 2015
ტოკიოს ავტოშოუზე ახალი Subaru Impreza -ს წინამორბედის დებიუტი გაიმართა
ტოკიოს ავტოსალონში გრძელდება ახალი მოდელების გამოჩენა. Subaru -მ მომავალი თაობის “იმპრეზაზე” მინიშნება გაგვიკეთა კონცეპტით – Impreza 5-Door.
კონცეპტის დიზაინი ატარებს სახელწოდებას Dynamic & Solid -ს და წარმოადგენს 4,4 მეტრის სიგრძის, 1,8 მ სიგანისა და 1,44 მ სიმაღლის ჰეჩბეკს, რომელიც ცოტათი მოკლეა, ბევრად განიერი და ცოტათი დაბალია ამჟამინდელ ხუთკარა Impreza -ზე.
სამწუხაროდ სხვა დეტალებს ვერ გაგაცნობთ, ავტომობილის ძრავის შესახებ არაფერს იძახიან. ავღნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ავტომობილი იქნება სრულამძრავიანი. მთელი ყურადღება ავტომობილის დიზაინზე გადაგვაქვს და ველოდებით, როგორც ჩანს ნამდვილად სიმპათიური “სუბარუ” გველოდება.