Published on: 04 March 2017
ტიუნინგის ძალა: BMW M6 სუპერქარად აქციეს (+ვიდეო)
F12 ძარის მქონე BMW M6 Convertible -ს სტანდარტული ვერსია არჭურვილია 4,4 ლიტრი მოცულობის V8 ტურბო ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 560 ცხ.ძ. -სა და 680 ნმ. ბრუნვით მომენტს. G-Power -მა, რომელსაც 34 წლიანი გამოცდილება აქვს, გამოიყენა თავისი “მაგია” და ძრავა ახლა უკვე 800 ცხ.ძ. -სა და 1 050 ნმ ბრუნვით მომენტს გამოიმუშავებს.
ძრავის ასეთი გაძლიერება განპირობებულია აგრეგატის აღჭურვილობისა და მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებით. საკვანძო განახლებად მაინც ორი ტურბოკომპრესორის გაუმჯობესება უნდა ჩავთვალოთ, რომლებმაც უფრო დიდი და ეფექტური ტურბინები მიიღეს.
რეზულტატში G-Power M6 Convertible მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ოთხადგილიანი კაბრიოლეტია. 0-200 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი 9,8 წმ -ში ანვითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ -ს შეადგენს.
გთავაზობთ ტიუნერების ოფიციალურ ვიდეო რგოლს სადაც ყველაფერი დეტალურა არის ნაჩვენები.