Published on: 22 November 2017
ტესლას ახალი ავტომობილი თვითმფრინავზე სწრაფი იქნება!
Tesla-ს ავტომობილი Roadster ბრუნდება! მოდელის პროდაქშენი, რომელმაც პირველად 2008 წელს იხილა მზის სინათლე, 2020 წლიდან იგეგმება, თუმცა უკვე ცნობილია შთამბეჭდავი მონაცემები, რომლებიც ავტომოყვარულებს გულგრილს ვერ დატოვებს, ხოლო საწვავზე მომუშავე მანქანების მფლობელებს ელექტრომობილის შეძენაზე დააფიქრებს. Roadster-ი, მასკის თქმით, თვითმფრინავზე სწრაფი იქნება და 1.9 წამში 60მლ/სთ-მდე განავითარებს, 4.2 წამში – 100მლ/სთ, ხოლო მეოთხედ მილს 9 წამში დაფარავს. ასევე აღნიშნა, რომ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 250მლ/სთ იქნება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, Roadster-ის ბატარეა 200 კვ/სთ იქნება და 620 მილის განმავლობაში ეყოფა ავტომობილს. ავტომობილის ღირებულება 200 000$ იქნება, თუმცა მისი რეზერვაცია უკვე შესაძლებელია 50 000$-ად.