სტატიები

Published on: 23 September 2017

Tesla ყველაზე ხელმისაწვდომი Model S -ის გაყიდვებს შეწყვეტს

ამერიკული კომპანია Tesla Motors -ი ელექტრონული ავტომობილის Model S -ის  (S 75) ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსიის გაყიდვებს შეწყვეტს. უკანა ამძრავიან სედანს წარმოებიდან უახლოეს დღეებში მოხსნიან. Tesla -ს ეს გადაწყვეტილება Model 3 -ის გამოშვებასთან არის დაკავშირებული.

Model 3 ფლაგმანურ ჰეჩბეკ Model S -თან შედარებით 285 მმ -ით მოკლე გამოვიდა ( 4 685 მმ). 0-60 მილ/სთ სიჩქარეს ავტომობილი 5,1-5,6 წმ ში განავითარებს. (დამოკიდებულია მოდიფიკაციაზე). ერთ დამუხტვაზე ავტომობილი 352 -496 კმ -ს დაფარავს. თუმცა Model S -თან შედარებით ეს მოკრძალებული ციფრებია, რადგან ის 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 2,5 წმ-ში ანვითარებს.

შტატებში Model 3 -ის ღირებულება $35 000 იქნება. მაშინ როდესაც Model S 75 -ის ფასი საიტზე $69 500 -დან  იწყება.

თეგები: , ,


Back to Top ↑