სტატიები

Published on: 05 July 2015

Tesla -ს უფასო ავტოგასამართი

დრაივერი წარმოგიდგენთ უნიკალურ ავტოგასამართ სადგურებს, რომლებსაც აქტიურად აშენებს კალიფორნიული კომპანია TESLA Motors -ი. ეს ავტოგასამართები მთელი მსიოფლიოს მაშტაბით სწრაფად და უფასოდ მუხტავენ თანამედროვე ავტომობილებს.

005

TESLA Supercharger – ეს არის ავტოგასამართი, რომელის გამოირჩევა ელექტრონული ავტომობილების დამუხტვის სისწრაფით და შექმნილია TESLA Model S – ისთვის. შესაძლოა აქ მომავალში დაიმუხტნონ ბიუჯეტური TESLA 3 -იც, რომელიც ბაზარზე 2017 წელს გამოვა და ეღირება 35 000$.

002

ბოლო 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს მაშტაბით TESLA Motors -მა 453 ასეთი ავტოგასამართი გახსნა, ხოლო ტერმინალების რაოდენობა 2500 -ზე მეტ ერთეულს შეადგენს.

003

რითი განსხავდება ეს ავტოგასამართი სხვა ელექტრო ავტგასამართებისგან? ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის ორი. პირველი ის, რომ Supercharger გასამართზე TESLA Model S -ის დამუხტვა არის სრულიად უფასო. რამოდენიმე წლის წინ პოტენციური მყიდველები და მფლობელები, რომლებიც მუხტავდნენ თავიანთ TESLA -ს სახლის პირობებში, სვავდნენ ლოგიკურ კითხვას: როგორ გავემართოთ TESLA -ს ავტომობილით შორ მოგზაურობაში?

004

მაშინ კომპანიის დამფუძნებელმა და მფლობელმა გამოაცხადა უფასო ჩქაროსნული ავტოგასამართების გლობალური ქსელის შექმნა, რომელიც განლაგებული იქნება ყველა ძირითადი მაგისტრალების გასწვრივ. ასევე ავტოგასამართებს შორის მანძილი იქნებოდა იმაზე ნაკლები, რამდენსაც 80% -ით დამუხტული ავტომობილი გადის. კომპანიის მფლობელმა შეასრულა თავისი სიტყვა და ეს ყველაფერი დღეს რეალობად იქცა. დღეს TESLA -ს საშუალებით შესაძლოა მთელი ამერიკის მაშტაბით მოგზაურობა.

010

მეორე განსაკუთრებულობა TESLA Supercharger -ის მდგომარეობს იმაში, რომ მისი საშუალებით ავტომობილის დამუხტვა შესაძლებელია 16 -ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ეს ხდება ელექტრო ავტომობილებისთვის განკუთვნილ ტრადიციულ ავტოგასამართებზე. მწარმოებლის თქმით კაბელი ატარებს 120 კვტ დენს და გადასცემს პირდაპირ ბატარეას, ნაცვლად ტრადიციულ სამუხტ სქემისა.

006ავტომობილის ნახევრად დამუხტვას მიაქვს სულ რაღაც 20 წუთი.

007

ამ ავტომობილის მფლობელმა თქვა, რომ ხშირად მოდის ამ სავაჭრო ცენტრში, რომლის პარკინგზეც დამონტაჟებულია Tesla Supercharger -ი. მანამ ის შოპინგობს და სვავს ყავას, მისი ავტომობილი იმუხტება, ამასთან სრულიად უფასოდ.

008

მისი თქმით ავტომობილი 100% -ზე იმუხტება დაახლოებით ნახევარ საათში, მაშინ როდესაც მისი სახლის დასამუხტი მოწყობილობა საშუალებას იძლევა დამუხტოს ავტომობილი 8 საათში. ქვემოთა სურათზე კარგად ჩანს, რომ ავტომობილს შეუძლია გაიაროს 190 მილი (300 კმ), ხოლო პროცესის ბოლომდე დარჩა 50 წუთი.

009

დღეისთვის TESLA -მ მთელი მსოფლიოს მაშტაბით გაყიდა 70 000 ავტომობილზე მეტი. ეს იმდენად ბევრია, რომ SUPERCHARGER -ის სადგურებზე გამუდმებით იქმნება რიგები. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ მომხმარებლებს სთხოვა გამოიყენონ ავტოგასამართი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი შორ გზაზე მიდიან, ხოლო სხვა შემთხვევებში დამუხტონ ავტომობილი სახლში. ავტომობილების უმეტესი ნაწილი გაყიდულია აშშ -ში ( 43 000 ავტომობილი), ხოლო ამერიკის ფარგლებს გარეთ ყველაზე ბევრი TESLA დადის ნორვეგიაში (7500 ავტომობილი). სადაც 2013 წლის სექტემბერში TESLA model S – ი გახდა ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი სხვა ყველა საავტომობილო ბრენდებს შორის. 2013 წელს ამერიკაში TESLA -მ გაყიდა 18 000 ავტომობილი და გაყიდვებში გაუსწრო ისეთ ავტომობილებს, როგორებიცაა:  Mercedes S Class (13 303 ავტ.), BMW 7 Series (10 932 ავტ.), Lexus LS (10 727 ავტ.), Audi A8 (6300 ავტ.), Porshe Panamera (5421 ავტ.).

ერთხელ ჯენერალ მოტორსის ვიცე პრეზიდენტმა რობერტ პუტცინმა ჟურნალ The New Yorker – თან ინტერვიუში განაცხადა: “ყველა ტვინიკოსი აქ, ჯენერალ მოტორსში განაგრძობდა ლაპარაკს იმის შესახებ, რომ სრულყოფილ ლითიუმ-იონურ ბატარეამდე უნდა მოვიცადოთ მინიმუმ 10 წელი. ამაში ტოიოტას ინჟინრებიც გვეთანხმებოდნენ. და უცებ -“ბამ”, არსაიდან გამოჩნდა TESLA. მაშინ მე ყველას ვკითხე – რატომ მოხდა ისე, რომ კალიფორნიულმა მიკროსკოპულმა სტარტაპმა, რომლის სათავეშიც ისეთი ადამიანები არიან, რომელთაც საავტომობილო ბიზნესის შესახება არაფერი იციან შეძლეს ეს და ჩვენ არა? ეს გავდა ლომით დარტყმას, რომელმაც  ერთ ადგილას “ბუქსირებად” იდეას ბიძგი მისცა”.

010

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑