სტატიები

Published on: 02 September 2015

Tesla -ს კროსოვერი: პირველი ოფიციალური ფოტოები და ფასი

კომპანია Tesla Motors -მა ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა სერიული კროსოვერის Model X -ის ფოტოები. მოდელის დიზაინი, ტექნიკური მახასიათებლები და ფასი მითითებული იყო სპეციალურ ონლაინ-კონფიგურატორში, რომელთანაც წვდომა ჰქონდათ კლიენტებს რომლებმაც გააკეთეს წინასწარი შეკვეთა ავტომობილზე.

ამ მომენტისთვის კომპანიამ მხოლოდ Tesla Model X -ის სპეცვერსია გვანახა – სახელწოდებით Signature და რომლიდანაც დაიწყება მოდელის გაყიდვები. ასეთი ავტომობილი აღიჭურვება ორი ელექტრო ძრავით, რომელთა სიმძლავრეებიც გაუტოლდება 262 და 510 ცხენის ძალებს. ასევე 90 კვტ. სთ. მოცულობის ბატარეით. ავტომობილი 0-100 კმ/სთ -ს განავითარებს 6 წმ -ში (ვერსიები, რომლებიც არ არიან აღჭურვილნი Ludicrous პაკეტით). ამასთან მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 250 კმ/სთ -ს. სრულად დამუხტულს შეუძლია 386 კმ -ის დაფარვა.

ac920507e75986fde34fc5701c9f812e_orig

Tesla Model X Signature -ს ფასი იქნება $132 000 -დან $144 000 -მდე. კროსოვერის სპეცვერსიის შესაძენად მყიდველს მოუწევს წინასწარი შესატანის შეტანა $40 000 -ის სახით. შედარებისთვის: Tesla Model X -ის ჩვეულებრივი ვერსიის წინასწარი შესატანი შეადგენს $5000 -ს.

ასევე ცნობილია, რომ Tesla Model X Signature მიიღებს დამატებითი პარამეტრებისა და სპეცპაკეტების ნაკრებს. მაგალითად, სპეცპაკეტი Ludicrous -ი, რომელიც ავტომობილს საშუალებას მისცემს 0-100 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს 3,8 წმ -ში და დაჯდება 10 000$. ზამთრის პაკეტი Subzero Weather, რომელიც შეიცავს საჭისა და სავარძლების გამათბობელს, ხელმისაწვდომი იქნება $1000 -ად.

8bde511d1cddd0d5e646301d6d7dabfe_orig

თეგები: , , ,


Back to Top ↑