სტატიები
Published on: 13 September 2019
Tesla-ს ელექტრო ქარებს ახალ “გულს” გადაუნერგავენ
Tesla თავის მოდელებს Model S-ს, Model X-სა და Roadster-ს ახალ “გულს” გადაუნერგავს. ამის შესახებ ილონ მასკმა თავის ტვიტერზე განაცხადა. საუბარი მიდის ახალ ძალურ აგრეგატზე, სახელწოდებით Plaid-ი, რომელიც შედგება სამი ელექტრონული ძრავისგან. პირველ ასეთ სერიულ მოდიფიკაციას Model S-ი მიიღებს.
ტექნიკური მახასიათებლები და ფასი უცნობია. თუმცა მასკმა განაცხადა, რომ ავტომობილი ახლანდელ მოდელებზე ძვირი ეღირება, მაგრამ ამავდროულად კონკურენტებზე იაფი. სავარაუდოდ, Tesla-ს ხელმძღვანელს მხედველობაში აქვს ახლად წარმოდგენილი Porsche Taycan-ი.