სტატიები
Published on: 15 October 2015
Tesla – ს დაპირებული ავტოპილოტი
Tesla -მ შეასრულა თავისი დაპირება და Model S -ის მესაკუთრეებს უჩვეულო განახლება შესთავაზა – საუბარია პროგრამულ უზრუნველყოფა Version 7.0 -ზე, რომელიც მოიაზრებს ავტოპილოტის სისტემას. პროგრამის გადმოწერა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია.
როგორც აქამდე გითხარით, ამ პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით ავტომობილს შეეძლება დამოუკიდებლად შეინარჩუნოს ტრაექტორია სავალ ზოლში, ხოლო ციმციმების ჩართვის შემთხვევაში შეცვალოს ზოლი. ასევე შეულია დამოუკიდებლად აჩქარდეს და დაამუხრჭოს. კიდევ ის, რომ მას შეუძლია დამოუკიდებლად მოძებნოს ადგილი პარკინგისთვის.