სტატიები

Published on: 14 December 2015

Tesla Model S -ს კონკურენტი გამოუჩნდება

კალიფორბიული კომპანია Atieva დაარსებული იქნა 2007 წელს Tesla Motors -ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ბერნარდ ცესა და ბიზნესმენ სემ ვენგის მიერ. თავდაპირველად Atieva დაკავებული იყო ელექტრონული ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით, ხოლო შემდეგ გადაწყვიტეს დაკავდნენ უშუალოდ ელექტრონული სატრანსპორტო საშუალებების წარმოებით.

იქიდან გამომდინარე, რომ Atieva არის ძალიან პატარა და ნაკლებად მდიდარი კომპანია, მათ დაიწყეს სტრატეგიული პარტნიორის ძებნა, რომელიც რეზულტატში ჩინური კონცერნი BAIC -ი აღმოჩნდა. დღეს-დღეისობით ჩინელები უკვე უშვებენ ელექტრონულ ავტომობილებს, მაგრამ Atieva -ს პროექტი ითვალისწინებს ისეთი მახასიათებლების ელექტრონული ავტომობილის შემუშავებას, რომელიც არ ჩამორჩება Tesla Model S -ს. კერძოდ ერთ დამუხტვაზე ავტომობილს უნდა შეეძლოს მინიმუმ 480 კმ -ის დაფარვა. ამიტომ ჩინელებმა პროექტში მონაწილეობით დააინტერესეს გერმანული კონცერნი Siemens -ი, აკლუმატორების კორეული მწარმოებელი SK Group -ი, ხოლო დიზაინი დაევალა იტალიურ დიზაინ-ბიურო CECOMP -ს.

ამ მომენტისათვის Atieva -ს მომავალი ელექტრონული ავტომობილის მხოლოდ ერთი ტიზერი არის ხელმისაწვდომი, რომლითაც ზუსტად ვერ ვიმსჯელებთ თუ როგორი იქება ავტომობილი, მაგრამ დეველოპერების თქმით ის იქნება ნათელი, სპორტული დიზაინის, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით. ამის დამსახურებით Atieva ბევრ კონკურენტს აჯობებს.

 

თეგები: , , , , , ,


Back to Top ↑