ვიდეო
Published on: 15 September 2018
Tesla Model S-ი Jaguar I-Pace-ს შეებრძოლა [ვიდეო]
Tesla Model S75D გამოიმუშავებს 362 ცხენის ძალის სიმძლავრეს, ნუ რათქმაუნდა შეიძლებოდა ყველაზე მძლავრი Model S P100D-ს გამოყენება Ludicrous mode-თი, სავარაუდოდ Jaguar I-Pace ამაზე ვერაფერს “იტყოდა”, თუმცა რბოლის ჩატარება შედარებით სამართლიანად გადაწყდა.
Jaguar I-Pace-ს სიმძლავრე 394 ცხენის ძალას შეადგენს. Model S 75D 0-97 კმ/სთ აჩქარებას 4,3 წმ-ში აკეთებს, ხოლო I-Pace 4,5 წამში. Tesla იწონის 1850 კგ-ს. Jaguar-ი კი 2325 კგ-ს.