Published on: 13 October 2015
Tesla Model S -ი და Model X -ი ავტოპილოტის ფუნქციას მიიღებენ
15 ოქტომბერს Tesla გამოუშვებს Model S -ისა და მოდელ X- ის პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ვერსიას. ამის შესახებ ილონ მასკმა თავის Twitter -ში განაცხადა. განახლების დახმარებით ავტომობილზე დაყენდება ავტოპილოტის ფუნქცია. მისი დახმარებით ელექტრონული ავტომობილები დამოუკიდებლად შეძლებენ სავალი ზოლის შეცვლასა და დაპარკინგებას. განახლების პროგრამის Version 7 -ის ჩატვირთვა შესაძლებელი იქნება უსადენო ქსელების დახმარებით.
არაოფიციალური მონაცემებით Tesla ასევე გეგმავს დაკავდეს სრულფასოვანი უპილოტო ავტომობილებით. როგორც წყაროები იტყობინებიან, ამისთვის კომპანიის შიგნით შექმნილი იქნება სპეციალური ქვედანაყოფი რომელსაც Tesla Mobility ერქმევა. წინასწარი ცნობებით ქვედანაყოფი მუშაობას დაიწყებს 12-18 თვის შემდეგ.
პირველი თვითმავალი Tesla -ს ავტომობილი მოსალოდნელია 2018 წლისთვის. სავარაუდოდ ის შექმნილი იქნება დღევანდელი მოდელის ბაზაზე.