სტატიები
Published on: 17 June 2019
Tesla “მეორად” Model 3-ებს ოფიციალურად გაყიდის
ილონ მასკის კომპანიამ საიტზე “მეორადი” Model 3-ების გაყიდვის შესახებ განაცხადა. “თითოეულმა ავტომობილმა 70 პარამეტრის მიხედვით გაიარა შემოწმება და გაიყიდება 2 წლიანი გარანტიით, რომელიც მოიცავს 80 ათასი კილომეტრის გავლასაც ან 4 წლიანი 160 კილომეტრის გავლას.
საინტერესოა ავტომობილის ფასიც, რომელიც ახალზე ($62,29 ათასი) $15–20 ათასით ნაკლები ეღირება.
შეგახსენებთ, რომ პირველი სერიული Tesla Model 3-ები 2017 წელს იქნა წარმოდგენილი და შემდეგი ერთი წლის განმავლობაში 100 000-ამდე ეგზემპლარი იქნა გამოშვებული.