სტატიები

Published on: 02 February 2017

Tesla -მ სახელის შეცვლის შესახებ გამოაცხადა

ამერიკულმა კომპანია Tesla Motors Inc. -მა სახელის Tesla Inc. -ით შეცვლის შესახებ გამოაცხადა -იტყობინება CNN -ი. ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ შესაბამისი მოთხოვნა უკვე გააგზავნა აშშ -ს ბირჟასა და ფასიანი ქაღალდების კომისიაში.

გამომცემლობა აღნიშნავს, რომ  სახელწოდებაში სიტყვა “Motors” -ზე უარის თქმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს Tesla -ს საქმიანობის გაფართოებასა და ენერგეტიკული იმპერიის შექმნასთან. გასული წლის მიწურულს კომანიამ დაასრულა SolarCity -ის შეძენის პროცესი, რომელიც კერძო და კომერციული მომხმარებისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე პანელებს აწარმოებს.

ყველაფერთან ერთად Tesla -ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა კომპანიის გეგმებისა და ბიზნესის გაფართოების შესახებ განაცხადა. კერძოდ კი არ გამორიცხავს, რომ Tesla შესაძლოა სატვირთო ავტომობილების, სატრანსპორო საშუალებებისა და Uber -ის ანალოგიური პროექტების შექმნით დაკავდეს.

თეგები: , ,


Back to Top ↑