სტატიები

Published on: 22 November 2015

Tesla -მ Model S -ის ყველა ავტომობილი გაიწვია

კომპანია Tesla -მ დაახლოებით 90 ათასი Model S -ის გაწვევის შესახებ გამოაცხადა, რის მიზეზიც უსაფრთხოების ღვედის პრობლემა გახდა. Tesla -ს ავტომობილის ერთ-ერთმა მფლობელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ღვედი თავისით გაიხსნა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ის უკანა სავარძელზე მჯდომებთან სალაპარაკოდ შეტრიალდა.

ეს არის კომპანიის არსებობაში ყველაზე დიიდ გაწვევა. თუმცა მან კომპანიას შესაძლოა არც თუ ისე დიდი ხარჯები მოუტანოს – Tesla -ს ინჟინერები ჯერ-ჯერობით მხოლოდ უსაფრთხოების ღვედის მექანიზმის შემოწმებით დაკავდებიან. ამ ამბის შემდეგ ნიუ-იორკის ბირჟაზე კომპანიის აქციები 1,9% -ით დაეცა $217,59 -მდე.

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑