სტატიები

Published on: 30 July 2015

Tesla კლიენტებს Model X -ის კროსოვერებს აჩუქებს

კომაბია Tesla -ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა Model X -სთვის მოიფიქრა გულუხვი პრომო აქცია – კომპანია აჩუქებს თავის კლიენტებს კროსოვერს სხვა კლიენტების მოზიდვაში, ან უკიდურეს შემთხვევაში გაუკეთებს დიდ ფასდაკლებას.

ყველაფერი საკმაოდ მარტივადაა და რაც მთავარია გამჭვირვალედ – Tesla -ს ავტომობილების უკვე არსებული მფლობელები მიიღებენ ბონუსებს იმისთვის, რომ მათ მეგობარს ურჩიეს ამ ავტომობილის შეძენა. იმ შემთხვევაში თუ ახალი Model S -ის მყიდველი მიიღებს რეკომენდაციას რამოდენიმე უკვე არსებული S -ის მფლობელისგან, მაშინ ფირმა კლიენტს $1000 დოლარიან ფასდაკლებას გაუკეთებს. ამასთან თვითონ რეკომენდატორებიც მიიღებენ ვირტუალურ სერტიფიკატს, რომელიც უდრის $1000 დოლარს და შეეძლებათ გამოიყენონ სერვის მომსახურებაში ან აქსესუარების მაღაზიაში.

ისინი ვინც მოიზიდავენ 5 მყიდველს, შეეძლებათ ესტუმრონ ნევადაში მშენებარე Tesla -ს ქარხანას. 10 კლიენტის მომზიდველები მიიღებენ სერიოზულ ფასდაკლებას Model  X -ის კროსოვერზე. ხოლო ბოლოს ყველაზე ბევრი მყიდველის მომზიდველი მიიღებს 100% იან ფასდაკლებას ავტომობილზე, ანუ გადასცემენ საჩუქრად. აქცია დაიწყება 1 აგვისტოს და გაგრძელდება ოქტომბრის ბოლომდე.

თეგები: , ,


Back to Top ↑