სტატიები

Published on: 19 January 2019

Tesla ჩინეთიდან ავტომობილებს უკან იხმობს

ამერიკული კომპანია Tesla ჩინეთის ბაზრიდან 14123 ავტომობილს უკან იხმობს. საქმე ეხება უსაფრთხოების ბალიშებს, რომლებშიც როგორც გაირკვა გაბაკროტებულია იაპონური კომპანია Takata-ს მიერ წარმოებული დეტალები აღმოჩნდა. ინფორმაცია მოცემულია ჩინეთის ბაზრის მარეგულირებელ სამთავრობო სამართველოს საიტზე.

სამართველო განმარტავს, რომ მგზავრების უსაფრთხოების ბალიშები აღჭურვილნი არიან Takata-ს აირგენერატორებით, რომლებსაც აქვთ მაღალი რისკინ გაიხლიჩონ ნაწილებად და მიაყენონ ტრამვა მათ ვინც ავტომობილში იმყოფება. Tesla-ს განზრახული აქვს შეცვალოს ყველა უსაფრთხოების ბალიში.

2017 წლის ივნისის თვეში Takata-მ გაბანკროტების შესახებ გამოაცხადა და მთელი თავისის საქმეები ამერიკულ კომპანია Key Safety Systems-ს გადასცა.

2014 წელს იაპონური კომპანია სკანდალში აღმოჩნდა იმის გამო, რომ როგორც გაირკვა მისი უსაფრთხოების ბალიშები ავტომობილის მოძრაობის პროცესში დამოუკიდებლად შეიძლება გაიხსნას. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მთელი მსოფლიოს მაშტაბით მილიონობით ავტომობილი იქნა უკან მოხმობილი.

Takata შეიქმნა 1933 წელს იაპონიაში და გახდა ავტომობილის უსაფრთხოების სისტემების უმსხვილესი მიმწოდებელი.

 

თეგები: ,


Back to Top ↑