Published on: 01 October 2015
“თეგეტა მოტორსი“-ს ახალი აქცია საავტომობილო ზეთებზე
1 ოქტომბრიდან „თეგეტა მოტორსში“ ახალი აქცია დაიწყო.
მომხმარებელი, რომელიც შეიძენს 4 ლიტრ დაფასოებულ „Shell Helix Ultra“-ს საჩუქრად მიიღებს Ferrari-ს Formula-1-ის მინი საკოლექციო მოდელს, 10%-იან ფასდაკლებას თეგეტა მოტორსის სერვისში და 100 ლარიან ვაუჩერს სადაზღვევო კომპანია „კოპენბურისგან“ ავტომობილის დაზღვევისთვის.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე მრავალი წელია ქართულ ბაზარზე მსოფლიო გიგანტი ბრენდის, „შელი“-ს ზეთების ექსკლუზიური დისტრიბუტორია და ყოველწლიურად 1 მლნ. ლიტრზე მეტ რეალიზაციას ახდენს.
შელის პარტნიორები არიან მსოფლიოში ისეთი უმსხვილესი ავტომწარმოებლები როგორებიცაა: FERRARI, BMW, MERCEDES BENZ, WV, HYUNDAI, KIA, FIAT, NISSAN, RENAULT, GM, DODGE, CHRYSLER და სხვა.
Shell Helix Ultra-ს ძრავის ზეთები შექმნილია უნიკალური Shell PurePlus ფორმულით. ეს არის რევოლუციური ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც ბუნებრივ აირს საბაზისო ზეთად გარდაქმნის. Shell PurePlus აქტიური წმენდის ტექნოლოგიის უნიკალური კომბინაციის წყალობით, Shell Helix Ultra გვაძლევს ძრავის კიდევ უფრო მაღალი დონის წმენდას და დაცვას.
- Shell ლიდერია საცხებ–საპოხი მასალების მომწოდებლებს შორის უკვე ზედიზედ მეშვიდე წელი
- «Kline & Company»-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ Shell-ის ბაზრის წილმა 2014 წელს შეადგინა მთლიანი ბაზრის 13% და ეს ტრენდი მზარდია.
- ყოველწლიურად Shell-ი 1,2 მლრდ. აშშ დოლარის ინვესტიციას დებს ტექნოლოგიებში
- Shell-ის პროდუქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხარისხის უმკაცრესი კონტროლის ქვეშ იწარმოება.
- Ferrari-სთან თანამშრომლობის 60 წლიანი გამოცდილება
- 2015 წლიდან SHEL-ი არის BMW-ს ოფიციალური პარტნიორი
[R]