სტატიები

Published on: 28 March 2017

TCR მსოფლიო ჩემპიონატი ავტორბოლაში რუსთავის ავტოდრომზე

1-2 აპრილი – ისტორიული თარიღი ქართულ ავტოსპორტში. პირველად საქართველოში, რუსთავის ავტოდრომი TCR -ის საერთაშორისო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომლის პარალერულადაც გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში – GCRC (3 კლასი).

TCR -ის საერთაშორისო სერია – ეს არის ჩემპიონატი ძარიან ავტომობილებს შორის, რომლის დამფუძნებელიც მარჩელო ლოტი გახლავთ.  რბოლებმა სტარტი 2014 წელს აიღეს და უკვე მესამე წელია წარმატებთ მიმდინარეობს. სეზონი მოიცავს ათ ეტაპს, რომლებიც მსოლფიოს ლეგენდალურ და საუკეთესო ავტოდრომებზე იმართება. 2017 წლის 2 პარილს პირველად ქართული ავტოსპორტის ისტორიაში TCR მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი და საზონის გახსნა საქართველოში – რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება. აქვე დავამატებთ, რომ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც 2018 და 2019 წლებშიც საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ ეტაპს.

საქართველოს სახელით TCR -ის საერთაშორისო რბოლაში იასპარეზებს დათა ქაჯაია, რომელიც აერაერთი საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული გახლავთ. 2012 და 2013 წლებში იგი ლეგენდსის კლასში ევროპის ჩემპიონი გახდა. ასევე ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა BMW კლასის ავტომობილით 2015 წელს FIA ETCC -ში. TCR -ში ეს დათას პირველი პრაქტიკა არაა, 2016 წელს ის აღნიშნულ ჩემპიონატზე ვოლკსვაგენის მარკის ავტომობილით მონაწილებდა, სადაც საერთო ჩათვლაში Top-ათეულში შევიდა.

დავით ქაჯაია TCR International Series პირველ ეტაპზე ALFA ROMEO GIULIETTA TCR -ით მიიღებს მონაწილეობას. ავტომობილი აღჭურვილაი 1742 კუბ.სმ მოცულობის ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 330 ცხ.ძ. -სა და 420 ნმ. ბრუნვით მომენტს. მაქსიმალური სიჩქარე კი შეადგენს 247 კმ/სთ -ს.

?? საქართველო მსოფლიოს ეპიცენტრში? 1-2 აპრილს – TCR -ის საუკეთესო მრბოლელები რუსთავის ავტოდრომზე? ბილეთები: TKT.ge#goDATAgo

Posted by შსს სპორტული კლუბი Mia Force on Mittwoch, 22. März 2017

წარმოგიდგენთ TCR -ის საერთაშორისო სერიების პირველი ეტაპის მონაწილეებს.

1-2 აპრილს რუსთავის ავტოდრომზე გასამართი ღონისძიებების განრიგი.

პირველი აპრილი

11:40 – GCRC – კვალიფიკაცია
12:10 – TCR  – თავისუფალი პრაქტიკა
12:50 – GCRC -კვალიფიკაცია
13:20 – GCRC -კვალიფიკაცია
11:40 –  GCRC – რბოლა 1 (10 წრე)
15:00 – TCR  – კვალიფიკაცია (1-ლი სესია)
15:20 – TCR  – კვალიფიკაცია (მე-2 სესია)
16:05 – GCRC – რბოლა 1
16:35 – GCRC  – 1-ლი რბოლის დაჯილდოვება პოდიუმზე
ორი აპრილი
11:15 – გახსნის ოფიციალური საზეიმო ცერემონიალი
12:35 – TCR  – 1-ლი რბოლა 15 წრე
14:35 – TCR  – მე-2 რბოლა 15 წრე
15:15 – TCR  – 1-ლი და მე-2 რბოლის დაჯილდოვება პოდიუმზე
15:55 –  GCRC – მე-2 რბოლა
16:55 –  GCRC – მე-2 რბოლა
17:25 – GCRC – 1-ლი და მე-2 რბოლის დაჯილდოვება პოდიუმზე

TCR Georgia -ს ოფიციალური ვებ-გვერდი: TCR.GE

TCR -ის ოფიციალური ვებ-გვერდი: TCR-SERIES.COM

ბილეთების შეძენა: TKT.GE

დათა ქაჯაიას ოფიციალური FB გვერდი : Davit Kajaia დათა ქაჯაია

ვუგულშემატკივროთ საქართელოს! ვუგულშემატკივროთ დათას!

თეგები: , , , , , ,


Back to Top ↑