Published on: 11 October 2014
ავტომობილის ტარება ნისლის დროს
იმის გარდა, რომ ნისლი აუარესებს მხედველობას, ის აგრეთვე ხელს უშლის ობიექტებს შორის მანძილის აღქმას. მის გამო ობიექტები გვგონია უფრო შორ მანძილზე, ვიდრე სინამდვილეშია. აგრეთვე ნისლის დროს ადვილად შეიძლება აგერიოთ ფერები – შუქნიშნის მწვანე ფერი მოგეჩვენოთ ყვითლად და ყვითელი ფერი წითლად.
ყველაზე საშიში არის ღამით მგზავრობა ნისლში. ამ შემთხვევაში მხედველობა იმდენად ცუდია, რომ ხელოვნურ განათებასაც კი არ შეუძლია სიტუაციის გამოსწორება. ფარები ნისლში გვეჩვენება, როგორც გადაულახავი თეთრი ლაქები. ასე რომ სარგებელი მათგან დიდი არ არის. ყველაფერი ეს უნდა გავითვალისწინოთ ნისლში სიარულის დროს. მაგალითად თქვენ თუ წინ დაინახეთ მომავალი ავტომობილის გაბარიტული სინათლე, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ეს ავტომობილი შეიძლება მოძრაობს ან დგას ერთ ადგილზე გაუნძრევლად. ასეთ დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად.
ყოველთვის ანიშნეთ თანამგზავრ ავტომობილს თქვენი მოქმედების შესახებ, მაგალითად როცა გადადიხართ ერთი ზოლიდან მეორეში ანიშნეთ ხმოვანი სიგნალით, რადგან განათება ნისლში შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს.
არ იაროთ სავალი გზის ნაპირას, რადგან შეიძლება მოძრაობდნენ ფეხით მოსიარულეები ან გაჩერებული იყოს ავტომობილი და ნისლის გამო ვერ შეამჩნიოთ. საბურავების მოჭიდება ნისლის დროს ასფალტთან საგრძნობლად მცირდება წარმოქმნილი ტენიანობის გამო, ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ მუხრუჭების გამართულ მუშაობაში. მთავარი წესი ნისლში მოძრაობის დროს ეს არის სიჩქარის შეზღუდვა ან უმჯობესია დავიცადოთ სანამ ის გაქრება.