ცნობილები

Published on: 03 March 2015

თაკო ვაშალომიძე: “უბორბლო მანქანა დამიგორდა”.

დრაივერი მიესალმება თავის ერთგულ მკითხველებს, არა მარტო მათ და წარმოგიდგენთ ინტერვიუს ყველასათვის კარგად ნაცნობ ფოტომოდელთან თაკო ვაშალომიძესთან.

D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?10339738_601125056652982_802630613458339173_n

ავტომობილს 21 წლიდან ვმართავ.

D: თქვენი პირველი ავტომობილი?

Mercedes E Class -ი 1999 წლიანი.

D: რა ავტომობილი გყავთ ამჟამად?

Mercedes E Class -ი 2002 წლიანი და ველოდები ანალოგიურ E Class-ს 2005 წლიანს.

D: თქვენი ოცნების ავტომობილი?

ასე არ მაქვს ოცნების ავტომობილი, მაგრამ ძალიან მომწონს ახალი Range Rover Sport -ი და Lamborghini.

D: რა საწვავს ასხამთ?

ევრო-რეგულარს.

D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?

🙂 კი როგორ არა, მეტწილად ვიდეო ჯარიმები მაქვს მიღებული და რამოდენიმე პარკირების, როდესაც არ იყო გასაჩერებელი ადგილი და უცებ გადამირბენია მაღაზიაში.

D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?

რისკიანი, მაქვს სწრაფი და ნაგლი რეაქცია 😀 .

D: თქვენს ავტომობილთან დაკავშირებულ რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?

ქალაქ გარეთ ვიყავი და საბურავი დამეშვა, თან აღმართზე. ღამის 12 საათზე, ირგვლივაც არავინ იყო, რომ დამხმარებოდა. ჩავაქრე ავტომობილი, ბორბალი მოვხსენი, ახალი ამოვიღე და ეს უბორბლო მანქანა დამიგორდა 😀 😀 😀 , რაღაცას მიეჯახა და გაჩერდა. შემდეგ ევაკუატორი გამოვიძახე და წაიყვანეს.

D: გიყვართ სიჩქარე?

კი, უზომოდ.

10846303_712940688804751_1896186867291237775_n

 

თეგები: ,


Back to Top ↑