Published on: 30 October 2015
Subaru Viziv – ახლა უკვე მძღოლის გარეშე
Viziv Future – პირველ რიგში ეს არის Subaru – მიღწევების დემონსტირება ავტომატური მართვის სფეროში. გარშემო სივრცის მონიტორინგის სისტემა EyeSight -ი უფრო “ჭკვიანი” გახადეს, აღჭურვეს დამატებითი რადარებით, ასწავლეს GPS კორდინატებთან მუშაობა. ახლა კი, შემქმნელების თქმით, ისწავლა საშიშროების ცნობა ავტომობილის ყველა მხრიდან. საერთო ჯამში Viziv Future -ს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილდეს მაგისტრალზე და სრულიად დამოუკიდებლად მოახდინოს პარკირება. ხოლო რთულ საგზაო სიტუაციებში ავტომობილს მძღოლის დახმარება აუცილებლად დასჭირდება.
წინამორბედთან შედარებით ახალი კონცეპტის ძალური აგრეგატი შესამჩნევად მარტივი გახდა. უფრო სწორად შეგვიძლია სერიულიც დავუძახოთ, რადგან ავტომობილი აღჭურვილია Levorg -ის 1,6 ლიტრი მოცულობის ძრავით, ხოლო უკანა ბორლბები მოქმედებაში მოჰყავს ელექტროძრავას.
რაც შეეხება დიზაინერულ კონცეფციას, Viziv Future უფრო პრაქტიკული გახდა. ახლა ის უკვე აღარ არის ექსტრავაგანტური ყველგანმავალი კუპე, უფრო ჩვეულბრივი SUV -ია – აქტიური დასვენების მოყვარულთათვის.