სტატიები

Published on: 27 October 2014

Subaru Forester STi თითქმის მზადაა

e6aaab4addb19a350496154858

ახალი Forester STi -ის პრემიერის მოლოდინში Subaru -ს პრეს სამსახურმა გაგვახარა და წარმოგვიდგინა ყველგანმავლის რამოდენიმე ფოტო-ტიზერი. მოდელის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ რჩება, სამაგიეროდ ბევრი ლოდინი არ მოგვიწევს, უკვე 25 ნოემბერს იაპონიაში იწყება ახალი სპორტული მოდელის დაკვეთების მიღება.

ჭორების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ახალ მოდელში იქნება იგივე ძრავა, როგორიც 2015 წლის Subaru WRX x4 -ში. კიდევ რითი იქნება განსხვავებული STI ბაზური Forester SJ -ისგან? რათქმაუნდა მდიდრული გარეგნობით. ასევე დამუშავდება სავალი ნაწილები, მუხრუჭები და საჭის მართვა.

ხელმისაწვდომი იქნება თუ არა Subaru Forester STi იაპონიის საზღვრებს გარეთ? ეს არის კითხვა, რომლის პასუხსაც მოუთმენლად ველოდებით. იმედია პასუხს გავიგებთ 25 ნოემბერს.

b8e4a6cb750a4eb238e5117389 c72fad776e8e631aa696e46d7e

თეგები: , ,


Back to Top ↑