სტატიები

Published on: 07 March 2019

Subaru ახალ დიზანს მიიღებს

უკვე რამოდენიმე წელია იაპონურ მარკას ავტოშოუებზე Viziv ოჯახის კონცეპტი ჩაჰყავს. ქართულად, რომ ვთარგმნოთ ეს დაახლოებით ასე ჟღერს – “ინოვაციის ხედვა”. ამით Subaru გადმოგვცემს თუ როგორ ხედავს ახლო მომავლის ავტომობილებს.

სპორტულობასა და თავგადასავლობაზე ავტომობილის სახელწოდება Adrenaline მიგვითითებს. ავტომობილი სარკეების ნაცვლად აღჭურვილია უკანა ხედვის კამერებით, თუმცა ეს ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას არ ახდენს, რადგან მსგავსი ტექნოლოგია უკვე სერიულ ვერსიებშიც გამოიყენება. Subaru სავარაუდოდ ამით მიგვითითებს იმაზე, რომ თვითონაც აპირებს მომავალში ციფრულ გამოსახულებაზე გადასვლას.

Adrenaline-მდე Viziv სერიის ფარგლებში კომპანიამ 2013 წლიდან აჩვენა კროსოვერების, ჰიბრიდების, სპორტქარების, უნივერსალებისა და მინივენების კონცეპტები. რატომ შექმნეს იაპონელებმა ეს ავტომობილი და რა უნდათ ამით თქვან? სრულიად შესაძლებელია, რომ Subaru სამოდელო ხაზის გაფართოებას განიხილავს. საინტერესოა გაბედავს თუ არა კომპანია მსგავსი ავტომობილის შოურუმებზე ტარების ნაცვლად, ფულად გაყიდვას?

 

თეგები: , ,


Back to Top ↑