სტატიები

Published on: 13 March 2015

Smart -ი ახალ კაბრიოლეტ ForTwo -ს ტესტავს

ევროპელმა პაპარაცებმა თავიანთი კამერის ობიექტივში მოაქციეს კაბრიოლეტის სიმპათიური პროტოტიპი, რომელიც აწყობილია მესამე თაობის Smart Fortwo -ს ბაზაზე. ავტომობილის პრემიერა დაგეგმილია 2015 წლის მესამე კვარტალში. ასე რომ პუბლიკის წინაშე იგი სავარაუდოდ სექტემბერში ფრანკფურტის ავტოსალონში გამოვა.

ForTwo Cabriolet სტილისტურად დაემსგავსა თავის უფროს ძმას ForFour -ს. ამასთან ავტომობილის კონტრასტული ფერის ქსოვილის სახურავი და მასში ინტეგრირებული სპოილერი, პატარა უკანა ფანჯარასთან ერთად მიკროკაბრიოლეტს პიკანტურ და დასამახსოვრებელ გარეგნობას აძლევს. სავარაუდოდ სახურავის ფერის რამოდენიმე ვარიანტი იქნება.

რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, აქ ყველაფერი გარკვეულია. ავტომომობილი აღიჭურვება 3 ცილინდრიანი 70 ცხენის ძალის მქონდე ძრავითა და 89 ცხენის ძალის მქონე ტურბინირებული ძრავით. გადაცემათა კოლოფი იქნება 5 საფეხურიანი მექანიკა, შესაძლოა სხვა ვარიანტებიც. 

ca7431a28285a542302aabc247

თეგები: , ,


Back to Top ↑