სტატიები

Published on: 20 February 2015

Skoda ყველაზე მძლავრ Octavia -ს ამზადებს

მარტის დასაწყისში ჟენევის ავტოსალონში Skoda -ს სტენდის მთავარი ფიგურა რა თქმა უნდა ახალი Superb -ი იქნება , მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩეხები ერთი პრემიერით შემოისაზღვრებიან. ცნობილი გახდა, რომ სერიული გაყიდვებისთვის მომზადებულია ყველაზე მძლავრი Octavia -ს ლიმიტირებული რაოდენობა, რომელიც მიიღებს სახელწოდებას RS 230. ავტომობილის შეძენა შესაძლებელი იქნება ივნისის დასაწყისში.

განსხვავება სიმძლავრეში ახალ მოდელსა და მოქმედ Octavia RS TSI -ს შორის სულ რაღაც 10 ცხენის ძალაა. ხოლო, როგორც უკვე მოდელის სახელწოდებიდან მიხვდით ახალი ვერსია განავითარებს 230 ცხენის ძალას. 100 კმ/სთ სიჩქარეს RS 230  0,1 წამით მალე ანვითარებს ვიდრე ძველი ვერსია. მაქსიმალური სიჩქარე გაიზარდა 2 კმ/სთ -ით და შეადგინა 250 კმ/სთ.

არცისე მაღალი ციფრების მიუხედავად, ახალი “ოქტავია” ნამდვილად ინოვაციური ავტომობილია: პირველად Skoda -მ გამოიყენა სერიულ ავტომობილზე წინა დიფერენციალის ელექტრო ბლოკირება, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიანი მოსახვევების სპორტულ გავლას. მეტი ინფორმაციისთვის დაველოდოთ პრემიერას და გავიგოთ თუ კიდევ რა პარამეტრებით გამდიდრდა ახალი Octavia .

575e4d9ae75eaebbcc7b80a19b

თეგები: , , ,


Back to Top ↑