სტატიები

Published on: 07 November 2018

Skoda-მ თავისი ახალი მოდელის ინტერიერი აჩვენა

ჩეხურმა საავტომობილო მარკამ მორიგი ტიზერი გაავრცელა, რომელშიც ამჯერად თავისი ახალი ჰეჩბეკის Scala-ს ინტერიერის დეტალები არის გამხელილი.

შეგახსენებთ, რომ მოდელის მსოფლიო დებიუტი წლის ბოლომდე შედგება. ავტომობილი აწყობილია პლატფორმა A0 MQB-ზე,  ძრავების გამა შეიცავს ხუთ ძრავას, რომელთა სიმძლავრეც 90-დან 150 ცხ.ძ.-მდეა.

მოდელის ინტერიერი Volkswagen-ის ბოლო მოდელების სტილში იქნება შესრულებული. სალონი აღჭურვილი იქნება Virtual Cockpit-ის 10,25 დიუმიანი დისპლეით. როგორც “შკოდაში” ამბობენ ეს ამ კლასისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თეგები: ,


Back to Top ↑