Published on: 08 May 2015
Skoda GTI -ის ფესტივალზე სარალო Fabia Combi R5 -ს წარმოადგენს
Skoda -მ დაანონსა კონცეპტუალური სპორტქარი, რომელიწ ნაჩვენები იქნება ვორტერსეეში გამართულ ყოველწლიურ GTI შოუზე. ეს არის სარალო უნივერსალი Fabia Combo R5 .
კომპანიაში ამ ავტომობილს აღწერენ როგორც Fabia f5 rally car -ის ახალ ინრეტპრეტაციას. კონცეპტმა მიიღო მასიური წინა ბამპერი, გადიდებული ჰაერ საწინააღმდეგო, რადიატორის შავი ჩარჩო და მრავალფეროვანი შეღებილობა, რომელშიც ერთმანეთს ეხამება შავი, ღია-მწვანე და თეთრი ფერები.
გამოსაბოლქვი სისტემის მაყუჩი მოთავსებულია უკანა ბამპერის ცენტრში. უნივერსალი აღჭურვილია უკანა სპოილერითა და 18 დიუმიანი დისკებით.
სპორტული ავტომობილი მოძრაობაში მოჰყავს 1,6 ლიტრი მოცულობის ტურბინირებულ ძრავასა და 5 საფეხურიან თანმიმდევრულ ტრანსმისიას. ძრავის სიმძლავრეზე ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაჩვენებელი დაახლოებით 300 ცხენის ძალას გაუტოლდება. ამასთან ავტომობილი არის სრულამძრავიანი.