Published on: 29 April 2015
Skoda Fabia პიკაპის როლში
Skoda Akademie -ს სტუდენტებმა გადაწყვიტეს ახალი Fabia -სგან შეექმნათ პიკაპი.თუ როგორი გამოვიდა თქვენ შეაფასეთ.
ეს სიმპათიური პიკაპი, სახელად Funster -ი, შექმნილია Fabia -ს ბაზაზე. იქიდან გამომდინარე რომ ჰეჩბეკს არ აქვს ღერძი, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა სატვირთო განყოფილების დამონტაჟება, ახალგაგაზრდა ინჟინერებმა მეტალის ლისტისგან შეკრეს კუზაო და დაამონტაჟეს Fabia -ს კორპუსის გვერდებს შორის.
ავტომობილმა Skoda Octavia RS -ისგან მიიღო 18 დიუმიანი დისკები. მას აქვს უზარმაზარი “ლაყუჩები” წინა ნაწილზე, კუზაო შეღებილია მწვანე, ვერცხლისფერ და თეთრ ფერებში. გამვლელთა ყურადღებას იქცევს მწვანე ნათურები და 1400 ვატი სიმძლავრის მქონე აუდიო სისტემა.
Skoda Funster -ის კაპოტ ქვეშ დამონტაჟებულია კარგად ცნობილი ძრავა 1.2 TSI, რომლის სიმძლავრეც შეადგენს 121 ცხენის ძალას. კონცეპტის ჩვენება გაიმართება ავსტრიის ტიუნინგ ფესტივალზე.