სტატიები

Published on: 17 August 2015

შუქნიშნები შესაძლოა ლაზერის კედლებმა ჩაანაცვლონ

კორეელმა დიზაინერმა ლი ხანიუნმა ყურადღება მიაქცია, იმას რომ მძღოლები და ქვეითები ხანდახან არ ამჩნევენ, რომ მოძრაობენ შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის საწინააღმდეგოდ. ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი შეიძლება გახდნენ ხეები და დაპარკინგებული ავტომობილები, რომელთა გამოც “ელექტრონული მრეგურურებლის” სიგნალები არ ჩანს.

საერთო ჯამში დიზაინერმა გამოთქვა ლაზერული შუქნიშნის შექმნის იდეა. ანუ “ვირტუალური ეკრანი”, რომელიც პროეცირებული იქნება ავტომობილის წინ და დემონსტრირებას გაუწევს წითელი ფერის ჰოლოგრაფიული სურათს. ფსიქოლოგიურად ასეთი დაბრკოლების გავლა არც თუ ისე ადვილია, ამასთან ნათელი “კედელი” ადვილად არის შესამჩნევი ნებისმიერი ამინდის პირობებში.

ჯერ-ჯერობით ლაზერული შუქნინშანი მხოლოდ ვირტუალურად არსებობს. იდეის ავტორი დარწმუნებულია, რომ მოცემული პროექტის რეალიზება ტექნოლოგიურად ძალიან მარტივია. ამასთან ერთად პატარა სიმძლავრის პროექტორი მოიხმარს იმაზე ნაკლებ ენერგიას, ვიდრე თანამედროვე შუქდიოდური შუქნიშნები.

“ვირტუალურ კედელს” ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. იქიდან გამომდინარე, რომ “STOP” ნიშნისა და ქვეითების სილუეტის ჰოლოგრაფიული გამოსახულება ნაწილობრივ ზღუდავს მხედველობის არეალს, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გადაუდებელი დახმარების ტრანსპორტზე – მაგალითად სასწრაფოს მძღოლმა ამის გამო შესაძლოა ვერ დინახოს გზაზე გადამსვლელი ქვეითები, ხოლო ქვეითებმა მოახლოებული ავტომობილი.

თეგები: ,


Back to Top ↑