ვიდეო

Published on: 21 March 2017

შტატებში ქალაქის საცობებისთვის იდეალური ყველგანმავალი გამოიგონეს (+ვიდეო)

კომპანია Thinkmodo -მ შექმნა ავტომობილი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს იმ მძღოლებს ვისაც არ სურს საცობებში საათების გატარება. ავტომობილ-ტრანსფორმერის პროექტმა მიიღო სახელწოდება Hum Rider -ი და აწყობილია Jeep Cherokee Wagon -ის ბაზაზე. ამ შედეგის მისაღებად ავტომობილმა წონაში 4 ტონამდე მოიმატა, რის შემდეგაც საჭირო გახდა უფრო ამტანი საბურავების დაყენება. ასევე ავტომობილი აღიჭურვა ვიდეო კამერებით, რომლის საშუალებითაც მძღოლი შეძლებს მის გაკონტროლებას ისე, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები არ დაშავდნენ. Human Rider -ი ჯერ-ჯერობით ტესტირებებს გადის და მის ფასს კომპანიაში არ ასაჯაროვებენ.

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑